ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსის ხეობის ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი. წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პერიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტროლირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა, რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას. მდიდარი რესურსებით ზურგმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას, ასევე დამწერლობის სისტემას განვითარებას, კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების ორგანიზებას, მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას, რომლის მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო. ამ საქმიანობისთვის მასების მოტივირება და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა, რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორთა ბიუროკრატიულ მექანიზმს ევალებოდა, რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგიური რწმენათა კომპლექსური სისტემის მეშვეობით.
ძველ ეგვიპტელთა მრავალ მიღწევათა შორისაა მაღაროების დამუშავების, კადასტრისა და სამშენებლო ტექნიკის დახვეწა, რამაც მონუმენტური პირამიდების, ტაძრებისა და ობელისკების აგება გახადა შესაძლებელი; ასევე მას ეკუთვნის მათემატიკის სისტემის, პრაქტიკული და ეფექტური მედიცინის სისტემის, საირიგაციო სისტემისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნიკის განვითარება. პირველი დღემდე ცნობილი გემები, ეგვიპტური ფაიანცი (კერამიკა) და მინის ტექნოლოგია, ლიტერატურის ახალი ფორმები და უძველესი დღემდე ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტელებს ეკუთვნით.ეგვიპტემ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. მისი ხელოვნება და არქიტექტურა საუკუნეების განმავლობაში სანიმუშო იყო ვრცელი რეგიონებისთვის, ხოლო აქ დამზადებული საქონელი მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მიჰქონდათ. მისი მონუმენტური ნანგრევები დღემდე მოგზაურთა და მწერალთა შთაგონების წყაროა.
გეოგრაფიული მდებარეობა
ძველი ეგვიპტე აფრიკის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, თანამეროვე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩრდილოეთიდან ესაზაღვრებოდახმელთაშუა ზღვა, დასავლეთით -ლიბიის უდაბნო, აღმოსავლეთით წითელი ზღვა, სამხრეთიდან ნილოსის ჭორომები ჭორომები.
ნილოსი ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინება და ხმელთაშუა ზღვაში იღვრება. შესართავთან იგი შვიდ ტოტად იყოფა. ნილოსის შესართავი ბერძნებმა თავიანთ ასოს, დელტას მიამსგავსეს და მას ნილოსის დელტა უწოდეს.
ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ძველი ეგვიპტელები ზემო ეგვიპტეს უწოდებდნენ, ჩრდილოეთ ნაწილს - ქვემო ეგვიპტეს. ქვემო ეგვიპტე უფრო ნაყოფიერი მხარე იყო და აქ წვიმებიც უფრო მეტი მოდიოდა. 19 ივლისიდან ნილოსი დიდდებოდა და ანაყოფიერებდა მის ნაპირზე არსებულ მიწებს. შემოდგომაზე კი ისევ თავის კალაპოტს უბრუნდებოდა.
სოფლის მეურნეობა
ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობების ერთობლიობამ დიდი წვლილი გაიღო ძველი ეგვიპტის კულტურის წარმატებაში, რომელთაგან უმთავრესი მდ. ნილოსის ყოველწიური წყალდიდობებით გამდიდრებული ნაყოფიერი მიწა იყო. შედეგად ძველ ეგვიპტელებს შესაძლებლობა ჰქონდათ უხვი საკვები ეწარმოებინათ, რისი წყალობითაც მოსახლეობას მეტი დროის დათმობა შეეძლოთ კულტურული, ტექნოლოგიური და არტისტული მისწრაფებების დაკმაყოფილებისთვის. მიწის მართვა მნიშვნელოვანი იყო ძველ ეგვიპტეში, ვინაიდან გადასახადები ადამიანის კუთვნილებაში არსებული მიწის ოდენობით იზომებოდა.
მიწის დამუშავება ეგვიპტეში დამოკიდებული იყო მდინარე ნილოსის ციკლზე. ეგვიპტელები ცნობდნენ სამ სეზონს: "ახეტს" (წყალდიდობა), "პერეტს" (მოსავლის მოყვანა), და "შემუს" (მოსავლის აღება). წყალდიდობის სეზონი გრძელდებოდა ივნისიდან სექტემბრამდე, რომელიც მდინარის ნაპირებზე მინერალებით მდიდარ სილას ლექდა, რაც იდეალური იყო მარცვლეულის მოსაყვანად. წყლის დაწევის შემდეგ მოსავლის მოყვანის სეზონი გრძელდებოდა ოქტომბრიდან თებერვლამდე. ფერმერები ხნავდნენ და თესდნენ ველებზე, რომლებიც არხებით ირწყვებოდა. ეგვიპტეში წვიმა იშვიათი იყო, ამიტომ ფერმერები ძირითადად ნილოსის წყალზე იყვნენ დამოკიდებული. მარტიდან მაისამდე ფერმერები მოსავალს იღებდნენ. ხორბალს შემდეგ ფქვავდნენ, ხდიდნენ ლუდისთვის ან ინახავდნენ მომავლისთვის.
ძველ ეგვიპტელებს ასლი და ჭვავი მოჰყავდათ, სხვა რამდენიმე მარცვლეულთან ერთად, რაც ორი ძირითადი საკვების შესაქმნელად გამოიყენებოდა — პურისა და ლუდისთვის. ისლის მცენარე, მოჭრილი ყვავილობამდე, მოჰყავდათ ქსოვილის ძაფის დასახვევად. ამ ძაფით სელს ქსოვდნენ და ტანსაცმელს კერავდნენ. ნილოსის ნაპირებზე მოყვანილი პაპირუსისგან საწერ ქაღალდს ამზადებდნენ. ხილი და ბოსტნეული მოჰყავდათ საბაღე ნაკვეთებზე, შემაღლებულ ადგილებზე, საცხოვრებელ მიდამოებთან ახლოს და ისინი ხელით ირწყვებოდა. ბოსტნეულთა შორის იყო ნიორი, ნესვი, ყაბახი, სალათი და სხვა, ყურძენთან ერთად, რომლისგანაც ღვინოს ამზადებდნენ.
ბუნებრივი რესურსები
ეგვიპტე მდიდარია სამშენებლო და დეკორატიული ქვით, სპილენძისა და ტყვიის მადნებით, ოქროთი და ნახევრადძვირფასი ქვებით. ეს ბუნებრივი რესურსები ძველ ეგვიპტელებს საშუალებას აძლევდა მონუმენტები, საკულტო ნაგებობები, ხელსაწყოები და სამკაული შეექმნათ. ბალზამირებისთვის იყენებდნენ ვადი ნატრუნის მარილებს, რომელიც ასევე გამოიყენებოდა სალესი გიფსის დასამზადებლად. მადნეულით მდიდარი ქვის ფორმირებები შორეულ ვადის რეგიონში იყო არაბეთის უდაბნოში და სინაიზე, რაც ვრცელ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ექსპედიციებს მოითხოვდა ამ ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად. ვრცელი ოქროს საბადოები იყო ნუბიაში — ერთ-ერთი უპირველესი დღეისთვის ცნობილი რუკა იყო ამ რეგიონის ოქროს საბადოს აღწერით. ვადი ჰამამატი გრანიტისა და ოქროს მნიშვნელოვანი წყარო იყო. კრემნი პირველი მინერალი იყო, რომელსაც ხელსაწყოების საკეთებლად აგროვებდნენ და ამ მასალით დამზადებული ხელის წერაქვები ნილოსის ხეობაში ადამიანის დასახლების ყველაზე ადრეული მიმანიშნებელი საბუთებია. მინერალის პირს ფრთხილად ამუშავებდნენ საშუალო სიმაგრის ბასრი ხელსაწყოების (მაგ. ისრების და დანების) დასამზადებლად, ამ მიზნისთვის სპილენძის ადაპტირების შემდეგაც.
ეგვიპტელები ტყვიის მადნის გალენიტს გებელ როსადან ბადეების, მცირე ხელსაწყოებისა და ფიგურების დასამზადებლად იყენებდნენ. სპილენძი ყველაზე მნიშვნელოვანი ლითონი იყო ხელსაწყოებისთვის და საწვავ მაღაროებში იდნობოდა სინაიზე მოპოვებული მალაქიტის მადნიდან. მუშები ოქროს აგროვებდნენ ალუვიული დეპოზიტების დანალექებიდან შეგროვებული მარცვლების გარეცხვით ან უფრო შრომატევადი ოქროს შემცველი კვარციტის დაქუცმაცებისა და რეცხვის პროცესით. რკინის დეპოზიტები, მოპოვებული ზემო ეგვიპტეში, გვიან პერიოდში იქნა ათვისებული. მაღალი ხარისხის სამშენებლო ქვები უხვად იყო ეგვიპტეში; ძველი ეგვიპტელები კირქვას მთელი ნილოსის ხეობის გასწვრივ ამზადებდნენ, გრანიტს ასუანიდან, ხოლო ბაზალტსა და ქვიშაქვას ვადისიდან აღმოსავლეთის უდაბნოში. დეკორატიული ქვების დეპოზიტები აღმოსავლეთის უდაბნოში იყო გავრცელებული და ათვისებული იყო უკვე პირველი დინასტიის პერიოდში. პტოლემეურ და რომაულ პერიოდებში მაღაროელი მუშები ზურმუხტის დეპოზიტებს ამუშავებდნენ ვადი სიკაიტში, ხოლო ამეთვისტოს ვადი ელ-ჰუდიში.
ფარაონები
ფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. იგი ღვთის შვილად მიიჩნეოდა და მის სამეფო ტიტულს ”რას შვილიც” ემატებოდა. თვით ტერმინი ”ფარაონი” ორი სიტყვის შერწყმაა: ”პერ-აა”, რაც ”დიდ სისხლს” ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა .
ფოტოგალერეა
ეგვიპტური დამწერლობა 3 ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ყველა წერილობითი ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშია.
იეროგლიფი ბერძნული სიტყვაა: hietes - საღვთო, lyphe - ამოკვეთა, ამოჭრა. იეროგლიფური დამწერლობა უძველესი ხატოვანი ნიშნების დამწერლობაა. პირველი იეროგლიფები ჩნდება ჩნდება ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო ხანებიდან. ზოგიერთი იეროგლიფი მთელ სიტყვას გამოხატავს, ზოგიც მის ნაწილს (ძირს) და, ამასთან, ცალკეულ თანხმოვნებსაც (ეგვიპტურში 30-მდე თანხმოვანია).
ქურუმები
ადამიანებს, რომლებიც საკულტო-სარიტუალო საქმიანობას და ტაძრების მომსახურებას ეწეოდნენ, ქურუმები ერქვათ. ქურუმები შეადგენდნენ ეგვიპტის საზოგადოების ყველაზე გავლენიან სოციალურ ფენას. ზოგჯერ ისინი დინასტიებსაც აფუძნებდნენ. მოგვიანებით ქურუმობას მემკვიდრეობითი ხასიათი მიიღო.
ქურუმების იერარქია განსაკუთრებული ორგანიზებულობით გამოირჩეოდა. ყოველ ღვთაებას ჰყავდა თავისი კლირი (ორგანიზაცია), რომლის სათავეშიც უმაღლესი ქურუმი იდგა. მას ფარაონი ნიშნავდა. რაც უფრო მაღალი იყო ამა თუ იმ ღმერთის ადგილი პანთეონურ იერარქიაში, მით უფრო ძლიერი იყო კლირი.
მოხელეები
ფარაონი ეგვიპტეს მართავდა თავისი ოჯახის წევრების დახმარებით. დიდგვაროვნებიდან ერთ-ერთს ფარაონი ვეზირის თანამდებობაზე ნიშნავდა. ვეზირები სიდიდით მეორე ადგილზე იდგნენ. მათ ემორჩილებოდნენ მეურნეობის სხვადასხვა დარგის მმართველები - მოხელეები. ვეზირს შეეძლო მოხელე გაეთავისუფლებინა ან მის მაგივრად სხვა დაენიშნა.
ნომარქი იყო ერთ-ერთი თანამდებობა. ნომარქს ფარაონი ნიშნავდა. მას ევალებოდა მის ტერიტორიაზე მდებარე სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა, მოსახლეობის აღრიცხვა და გადასახადების აკრეფვა.
მოხელეებსა და ნომარქებს თავდაპირველად სახელმწიფო აფინანსებდა, მაგრამ მათი რაოდენობის გაზრდის შემდეგ ეს გაჭირდა. ფარაონი მათ უყოფდა მიწებს, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ მანამ, სანამ თანამდებობები ეკავათ, გათავისუფების შემთხვევაში ამ მიწას კარგავდნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაწ მიწები მემკვიდრეობით გადადიოდა.
მეთემეები და მონები
ეგვიპტის მოსახლეობის ძირითად ნაწილს მიწათმოქმედები ანუ მეთემეები შეადგენდნენ.ისინი ამუშავებდნენ ფარაონის, ნომარქის, ტაძრებისა და მოხელეთა კუთვნილ მიწებს, იშვიათად საკუთარსაც. ზოგჯერ მათ სახელმწიფო სამუშაოებზეც ანაწილებდნენ.
ფარაონები ხშირად აწყობდნენ ლაშქრობებს მეზობელ კუთხეებში. ამ დროს იგი თითოეული თემიდან მეომრებს ითხოვდა. ამ ლაშქრობების სიხშირის გამო ეგვიპტეში გაჩდნენ სამხედრო მონები, რომლებიც უუფლებონი იყვნენ. მათ სახელმწიფო ინახავდა და მძიმე სამუშაოზე აგზავნიდა.
წინადისტიური პერიოდი
ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებითძვ. წ. 3000 წელი) და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია ). ეს პერიოდები გრძელდება ძვ. წ.III-ძვ. წ. VI ათასწლეულებში.
პერიოდები ამგვარად იყოფა: ადრეული სამეფო (I-II); ძველი სამეფო (III- VI); პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X); შუა სამეფო (X-XI); მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII); ახალი სამეფო (XVIII-XXX); გვიანი პერიოდი (XXI-XXVI); ასურელთა მმართველობა; სპარსელთა მმართველობა (XXVII,ძვ. წ. 525 წლიდან- 404 წლამდე); სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX); მაკედონელთა მმართველობა; პტოლემეების მმართველობა.
გვიანდელი პალეოლოთის პერიოდისთვის ჩრდილოეთ აფრიკის მშრალი კლიმატი თანდათან უფრო ცხელი ხდება, რამაც მოსახლეობა აიძულა ნილოსის ხეობის გასწვრივ მოეყარა თავი, და მას შემდეგ რაც თანამედროვე მონადირე-შემგროვებელი ადამიანი ამ რეგიონში დასახლდა შუა პლეისტოცენში დაახ. 120 ათასი წლის წინ, ნილოსი ძველი ეგვიპტის სიცოცხლის წყარო იყო. ნილოსის ნაყოფიერი დაბლობი ადამიანებს დასახლებული სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკისა და უფრო კომპლექსური, ცენტრალიზებული საზოგადეობის განვითარების საშუალებას აძლევდა, რაც ადამიანის ცივილიზაციის ისტორიის ქვაკუთხედი გახდა.
No comments:
Post a Comment